ფეხბურთი

17:49 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლივიე ჟირუ პრემიერლიგის ყველაზე ეფექტური ფორვარდია

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ეფექტური თავდამსხმელია. 30 წლის ჟირუს მიმდინარე სეზონში სულ რაღაც 9 გოლის აქვს გატანილი, მაგრამ მოედანზე გატარებული წუთების საშუალო მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად გააქვს.

ჟირუს ყოველ 97 წუთში გააქვს ერთი გოლი. ამ ჩამონათვალში მეორე ადგილზე ჰარი კეინია - 99.7 წუთში ერთი გოლი, ხოლო მესამე პოზიციას რომელუ ლუკაკუ იკავებს – გოლი ყოველ 125 წუთში.

სერხიო აგუეროს საშულოდ გოლის გასატანად 127 წუთი სჭირდება, ალექსის სანჩესს 131, დიეგო კოშტას 141, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩს – 156.

0.128775