ფეხბურთი

18:40 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელთა მოგება კაპიტნების გოლებით

ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში 2:0 სძლია ქობულეთის "შუქურას". გოლები ვაკო თევდორაძემ და თეიმურაზ შონიამ გაიტანეს. საინტერესოა, რომ თევდორაძე კაპიტანი იყო და შონიამ შეცვალა, რომელიც ასევე კაპიტნის სამკლავურით გახლდათ. ანუ, გოლები კაპიტანმა (შონია) და ვიცე-კაპიტანმა (თევდორაძე) მიითვალეს.

თევდორაძემ თავისივე დაწყებული შეტევა დაასრულა გოლით. ხანგრძლივი შეტევის მერე, პაპუნა ფონიავამ დაარტყა, მეკარე ჯიოევმა მოიგერია და თევდორაძემ თავურით დაამატა. სხვათა შორის, მან წინა ტურშიც გაიტანა: საჩხერის "ჩიხურასთან" 1:0 მოგებულ მატჩში.

მეორე გოლი კი შონიამ კონტრშეტევაზე გაიტანა: საკუთარ ნახევარზე წაართვა ბურთი მეტოქეს, ერთ ფეხბურთელს გასცდა, მეკარის ბაქნამდე ირბინა, პირველი დარტყმა აუღო ჯიოევმა, მაგრამ თავადვე დაამატა - 2:0.

ლევან ხომერიკის გაწვრთნილ ბათუმის "დინამოს" 9 ქულა აქვს, "შუქურას" კი 2 ქულა დარჩა და აუტსაიდერია.

დინამო (ბათუმი) - შუქურა (ქობულეთი) 2:0 (1:0)

დინამო: ტიმოფეევი, ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ფონიავა (კვანტალიანი 72), ქავთარაძე, კენედი (ჯოვინიო 67), თევდორაძე (შონია 49), კვასოვი

შუქურა: ჯიოევი, ჭეჟია, მახარაძე, საბაძე, ართმელაძე, ჭეჭელაშვილი, კლიმიაშვილი, მამულაშვილი, კუტალია, სანდრო გურული, ჯეფინიო

გოლები: 1:0 თევდორაძე (39), 2:0 შონია (90)

გაფრთხილება: ართმელაძე, მახარაძე, მახარაძე

გაძევება: მახარაძე (86)

მსაჯი: ნინუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113664