ფეხბურთი

0:15 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა: “პოგბას “მანჩესტერში” გადასვლა მე ვურჩიე”

ფრანგული “მარსელის” ფეხბურთელმა პატრის ევრამ “იუვენტუსში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ყოფილ თანაგუნდელ პოლ პოგბას “მანჩესტერში” გადასვლა თავად ურჩია.

“თუ შენ გადაწყვეტ წასვლას, უმჯობესია წახვიდე “იუნაიტედში”. “იუვენტუსი” დიდი გუნდია და მოხარული ვიქნები თუ დარჩები, მაგრამ “მანჩესტერი” შენთვის კარგი შანსია”, - გაიხსენა თანამემამულესთვის მიცემული რჩევა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა და პატრის ევრა იტალიურ “იუვენტუსში” ერთად 2016 წლამდე თამაშობდნენ. პოგბა “წითელ ეშმაკებში” გასულ წელს 105 მილიონად გადავიდა, ხოლო ევრამ “მარსელს” მიმდინარე წელს მიაშურა.

0.101737