ფეხბურთი

14:41 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ტრადიცია: ამჯერადაც ტურის სიმბოლურში

სოლომონ კვირკველია ისევ რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში – 25 წლის ქართველ ფეხბურთელს XXI ტურში “უფასთან” (1:0) დამაჯერებელი თამაში გამოცემა Championat.com-მა დაუფასა. აღსანიშნავია, რომ ამავე გამოცემის ვერსიით, კვირკველია ზედიზედ მეორე მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ Championat.com-ისთვის ტრადიციულ ტურის სიმბოლურს, ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი გაზაევი ადგენს.

“კიდევ ერთი მატჩი მაღალ დონეზე “ლოკომოტივში” – ეს ნათელია. “რკინიგზელები” არ შემცდარან ქართველის შეძენით”, - წერს გამოცემა.

სოლომონ კვირკველია “ლოკომოტივში” ცოტა ხნის წინ გადავიდა და დღემდე ოთხჯერ ითამაშა პრემიერლიგაში – აქედან ორჯერ, ტურის სიმბოლურში მოხვდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137477