კალათბურთი

0:20 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-,,ჰიუნდაიმ’’ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

მესამე წრის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფი თსუ-,,ჰიუნდაი’’ და გამოკვეთილი აუტსაიდერი სეუ დაუპირისპირდნენ.

რაღა თქმა უნდა, ფავორიტად თსუ-,,ჰიუნდაი’’ ითვლებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა დაგეგმილი ორი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს და ერთპიროვნულ ლიდერ ,,დელტას’’ ისევ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

26 ქულით ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა სეუ-ს მსროლელმა კახა გიორგაძდემ დააგროვა.

თსუ-,,ჰიუნდაის’’ კალათბურთელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი კრისტოფერ გაბრიელმა აჩვენა, რომლს ანგარიშზეც 19 ქულა და 8 მოხსნაა.

არა მარტო მესამე წრის მეორე ტურის, არამედ სეზონის ცენტრალური შეხვედრა 8 აპრილს ჩატარდება, სადაც თსუ-,,ჰიუნდაი’’ ,,დელტას’’ უმასპინძლებს.

თსუ-,,ჰიუნდაი’’-სეუ 94:58 (26:15, 25:12, 19:12, 24:19)

0.115505