კალათბურთი

0:12 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ტიტებმა’’ ,,წყალტუბოსთან’’ დადებითი ბალანსი მოიპოვა

ა ლიგაში მესამე, გადამწყვეტი წრის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი ,,ტიტები’’ და ,,წყალტუბო’’ დაუპირისპირდნენ.

ამ შეხვედრამდე ამ გუნდებს შორის ანგარიში 1:1 იყო. ტრავანტე უილიამსის გუნდიდან წასვლა ,,წყალტუბოს’’ აშკარად დაერყო, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრა დიდი ანგარიშით, ამჯერად 63:83 წააგო და თუ ასე გააგრძელა პირველ ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ,,ტიტებმა’’ დიდი ანგარიშით 46:28 მოიგო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა ანგარიშში და საბოლოოდ ოცი ქულის სხვაობით შეძლეს მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ტიტების’’ წევრმა არმანი ფლანიგანმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა და 10 მოხსნაა.

თანაგუნდელთა შორის ,,წყალტუბოს’’ წევრმა გიორგი კუჭავამ ყველაზე მეტი 19 ქულა დააგროვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ,,ტიტებმა’’ ,,წყალტუბოს’’ ურთიერთშეხვედრებში 2:1 მოუგო და თუ თანაბარი ქულები დააგროვეს, უკეთეს ადგილს დაიკავებს.

,,ტიტები’’-,,წყალტუბო’’ 83:63 (24:13, 22: 15, 16: 19, 21: 16)

0.125618