ფეხბურთი

20:37 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა "ლოს ანჯელეს გალაქსიში" გადავიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას "ლოს ანჯელეს გალაქსიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა ტელევიზიამ FOX Deportes-მა გაავრცელა და ასევე ინსტაგრამის გვერდზე ამერიკული გუნდის მაისურით გამოწყობილი შვედის ფოტო განათავსა.

ამერიკული მედია კი სხვა რამეს იუწყება. ESPN-ის ცნობით თავდამსხმელის MLS-ის კლუბში გადასვლის შანსი 50%-50%-ზეა, რადგან ჯერჯერობით მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. თავად იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა შემოთავაზებები განიხილოს. ზლატანი თავისუფალი აგენტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ხდება, თუმცა შანსი აქვს შეთანხმების საფუძველზე ინგლისში კვლავ ერთი წელი დარჩეს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116232