ჩოგბურთი

21:00 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიმვიდას მუგევიჩუსი: ,,თბილისში მოსაგებად ჩამოვედით’’

მზიურში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების შემდეგ, პრესკონფერენცია ლიტვის ნაკრებმა ჩაატარა, რომელიც დევისის თასზე ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში საქართელოს ნაკრებს შეხვდება.

ლიტველები თბილისში წამყვანი ჩოგბურთელის რიკარდას ბერანკისის გარეშე ჩამოვიდნენ, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ამჟამად იგი რეიტინგში 138-ე ადგილზე იმყოფება.

დიდი დანაკლისის მიუხედავად, ლიტველები აცხადებენ, რომ თბილისში მოსაგებად არიან ჩამოსულები და სხვა შედეგის გაგონებაც კი არ უნდათ.

თბილისში მყოფი ლიტველთა ნაკრები ასე გამოიყურება:

ლაურინას გრიგელისი (ერთეულთა შორის 251 ადგილი)

ლუკას მუგევიჩუსი (400)

ტადას ბაბელისი (1330)

ტომას ვაისე (ურეიტინგო)

რიმვიდას მუგევიჩუსი (გუნდის კაპიტანი)

რიმვიდას მუგევიჩუსი: ,,ვიცით, რომ რთული ბრძოლა გველის, მაგრამ თბილისში მაინც მოსაგებად ვართ ჩამოსულები. გუნდში ორი შედარებით გამოცდილი (გრიგელისი, მუგევიჩუსი) და ორი ნაკლებად გამოცდილი ჩოგბურთელი გვყავს.

რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, თქვენს გუნდშიც ანალოგიური სიტუაციაა. ჩემთვის ყველაზე ნაცნობი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ცივაძეზე ინფორმაციას ლუკასი მომაწვდის, რომელიც მას რამდენჯერმე შეხვედრია.’’

ლაურინას გრიგელისი: ,,ბასილაშვილს არასოდეს შევხედრივარ. მისი ბოლოდროინდელი წარმატებები ამტკიცებს, რომ ის კარგ ფორმაში უნდა იყოს. ცივაძის შესახებ ინფორმაციას ლუკას მუგევიჩუსისაგან ველოდებით. თქვენი ნაკრების სხვა ჩოგბურთელების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს’’.

0.134833