ფეხბურთი

23:04 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" საფიქრალი: მიულერიც ლაზარეთში

მიუნხენის „ბაიერნს“ საკადრო პრობლემები მოეძალა. საქმე ისაა, რომ „რეკორდმაისტერს“ ერთ-ერთი ლიდერი ტომას მიულერი დაუშავდა. Bild-ი ცნობით, მიულერს ტერფის დაზიანება აქვს და „ჰოფენჰაიმისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ გასამართი მატჩები გაუცდება.

როგორც ირკვევა, ახლა კარლო ანჩელოტის მთავარი მიზანია მიულერმა გამოჯანმრთელება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩში, „რეალთან“ თამაში შეძლოს, თუმცა ამ დროისთვის ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიულერამდე „ბაიერნს“ დუგლას კოშტა, მანუელ ნოიერი და ტიაგო ალკანტარა გამოაკლდა. „სამეფო კლუბთან“ კი, ჯერჯერობით მხოლოდ დუგლას კოშტას თამაშია გამორიცხული, ხოლო დანარჩენების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

ტომას მიულერს მიმდინარე სეზონში 33 ჩატარებულ მატჩში 8 გოლი და 15 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

0.108132