ფეხბურთი

21:06 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ინგლისიდან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ტიტულის მოგების ტოლფასია”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც ტიტულის მოგებას ნიშნავს. ესპანელის განცხადებით, ნისლიან ალბიონზე უდიდესი კონკურენციაა.

“პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა თითქმის იგივეა, მოიგო ტიტული” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს The Sun-ი – “რა თქმა უნდა, ოთხეულში შესვლა არაა ასოციაციის თასის მოგების მსგავსი, მაგრამ ინგლისში ისეთი კონკურენციაა, გახვიდე ლიგაზე ეს ტიტულის მოგებას გავს. ვეცდებით, სეზონის ოთხეულში დავასრულოთ, თუმცა იგივე მიზანი აქვს კიდევ ექვს გუნდს”, - დასძინა პეპმა.

“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის გათამაშებაში მეოთხე ადგილს იკავებს.

0.111985