ფეხბურთი

18:20 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შექსპირი - ბრიტანელ მწვრთნელებში საუკეთესო

"ლესტერის" მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი გახდა პირველი ბრიტანელი დამრიგებელი, რომელმაც დანიშვნის დღიდან პრემიერლიგის ზედიზედ 4 მატჩი მოიგო. "მელიებმა" 1 აპრილს შინ "სტოკი" 2:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

კლაუდიო რანიერის დათხოვნის შემდეგ შექსპირის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო. პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ჩემპიონატში "ლივერპული", "ჰალი", "ვესტ ჰემი" და "სტოკი" დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგაზე კი "სევილიას" შინ 2:0 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

0.309443