სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

11:06 | 2.04.2017 | ნანახია 791 - ჯერ

ჩვენებური აზარტი

90-იანი წლების ბოლოს, როდესაც თბილისში პირველად რამდენიმე ინტერნეტ კაფე გაიხსნა, თბილისელი ახალგაზრდები დიდი აღტაცებით უამბობდნენ ერთმანეთს იმ "დაუჯერებლად მაღალი ხარისხის" თამაშების შესახებ, რომელთა შესახებ მხოლოდ ტელევიზორში თუ ენახათ ან უცხოეთში ნამყოფი ახლობლებისაგან მოესმინათ და წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ამ ნანატრმა თამაშებმა ჩვენს ქალაქამდეც, რომ მოაღწია. "ფეხბურთები" "ომები" "ავტორბოლები" და კიდევ უამრავი გასართობი, რასაც ყოვლისშემძლე კომპიუტერი ქართველ მომხმარებელს სთავაზობდა, ბევრი თბილისელი ახალგაზრდის ინტერნეტ კაფეში ღამისთევის და სახინკლეში წასვლაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

მართლაც საოცარი საცქერი იყო, ღამის 4 საათზე მონიტორზე გადამხობილი სტუდენტის ცქერა, რომელსაც ერთ ხელში მაუსი ჩაებღუჯა, მეორეში წყლით სავსე "კოკა კოლას" ბოთლი და წყევლა კრულვით იკლებდა თავის ვირტუალურ მოწონააღმდეგე მადრიდის “რეალს”, რომელიც ჯიუტად არ აპირებდა გოლის გაშვებას.

კომპიუტერულ გართობაზე შეყვარებულ ახალგაზრდებს მშობლები ადრეც და ახლაც ჩასჩიჩინებენ, მონიტორზე ტყლაპივით მიკრობას ეზოში ფეხბურთით ან სხვა მსგავსი თამაშით გართობა გერჩივნოთო, მაგრამ როგორია, ფეხბურთით, ლახტით ან რიკ-ტაფელათი გართობა მოსთხოვი ადამიანს, რომელსაც წინა ღამით "დასეივებული" თამაში ელოდება და “ახალი ფეხბურთელები ყავს საყიდი”.

ციფრული გართობის მოყვარულების ცალკე კატეგორიაა ის ხალხი, ფსონის დადებამდე სხვა ადამიანებთან საათობით საუბარი ცხოვრების წესად რომ აქვთ ქცეული. რაღა შორს წავიდეთ, აგერ გიამბობთ ერთი ჩემი კოლეგისა და მეგობრის შესახებ. ზის ეს პატოსანი და ზნეკეთილი ახალგაზრდა კაცი კომპიუტერთან და დინჯად გამოჰყავს სტრიქონები ახალი სტატიის შესაქმნელად. უცებ სად იყო და სად არა, კომპიუტერმა უცნაურად ამოიკნესა. არ შეშინდეთ ეს ხომ "სკაიპის მორიგი პიემია" რომლითაც მისი ინტერნეტ მეგობარი ატყობიონებს, რომ სამი ნაღდი თამაში იცის და ამის არდადება არ იქნების! ამ კაცის ადგილზე ვინ არ ვყოფილვართ? ვაღიართო რომ ყველანი ვყოფილვართ, ვისაც სპორტი ოდნავ მაინც გვიყვარს და გვაინტერესებს.

ინტერნეტის საშუალებით თამაში მთელს მსოფლიოში დამკვიდრებული გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მომხმარებელმა ოღონდ მოისურვოს და ფეხბურთი ან რაგბი რა ბედენაა? თუ მოგინდებათ მაზიანზე "წრეში ბურთსაც" კი გათამაშებენ. ქართველ "აზარტნიკებსაც" მეტი რა უნდათ? ინტერნეტ კაზინოს ერთ-ერთმა მოყვარულმა ამას წინათ შემომჩივლა "აბა ეს ცხოვრებაა? კაცი ცოლს სამსახურში წასულს დაიგულებ, გახარებული კომპიუტერს მიუჯდები, საიტზე შეხვალ და ფსონის დადებას ვერ დაამთავრებ, რომ თავზე ცოლისძმა დაგადგება და ჭკუის დარიგებას დაგიწყებს, “ნუ თამაშობ ბიჭოო" ეჰ, ძნელია, ძნელი..

არადა, ეს ჩვენი ცხოვრებაა. ცხოვრება კი სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს. არც მეტი და არც ნაკლები!

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:08 | 02.04.2017
კორბენ ვაი-კულე (5530)

მართალი ხარ ლევანს ვენაცვალე. კაცი თავისი დილიხორის ბატონ-პატრონი თავად უნდა იყოს. ან აშენდება, ან დაიქცევა - თუმცა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.
გამოვლენ ვსიოზნაიკა მორალისტები და... ის აიკრძალოს, ეს დაიხუროს, ამაზე სასჯელი დაწესდეს და ა.შ. ყველაფერი თუ დაიხურა და გაუქმდა რა იქნება ? თუ კაცი კრეტინია თავის დამღუპველ კატას მაინც გამოთხრის, სულ რომ ოთხ კედელში გამოამწყვდიო.
20 წელია ვთამაშობ, ცხოვრებაში ვალი არ დამდებია ამის გამო. ჩემი ცხოვრების წესია და მსიამოვნებს გარკვეულ დროს ამას რომ ვუთმობ.
გამომიხტება ვიღაც არამკითხე და ამაში ფულს როგორ ყრიო, მიჩიჩინებს. მერე წავა და 12 ლარიან შაურმას გაუშვებს ღრანჭში.
ეხლა გეკითხებით, ის უფროა საკუთარი თავის მტერი თუ მე ? DDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.200495