ფეხბურთი

20:45 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა რამოსი დაასვენა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი "ალავესთან" მატჩს გამოტოვებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 65 ქულით იმყოფება. მიმდინარე სეზონში სერხიომ 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114898