ფეხბურთი

0:10 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო პიაცა 6 თვე დაისვენებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მარკო პიაცას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. როგორც ქირურგიული ჩარევის შემდგე დადგინდა, 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას 6 თვის შემდეგ შეძლებს.

როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ხორვატს ტრავმის მოშუშების შემდეგ ძველ ფორმაში ჩადგომა არ გაუჭირდება. მანამდე, ხორვატიის ნაკრების ექიმი კი, ამბობდა, რომ მარკოს ჩვეულ დონეზე დაბრუნება ძალზე გაუჭირდებოდა და ამის შანსი 55%-ს გაუტოლა.

მარკო პიაცამ მძიმე ტრავმა ესტონეთისა და ხორვატიის ამხანაგურ მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე 20 თამაში და ერთი გოლია.

0.118383