ფეხბურთი

22:35 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ლუკაკუ გამოარჩიეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

23 წლის მოთამაშემ გასულ თვეში "ტოტენჰემს", "ვესტ ბრომვიჩს" და "ჰალის" (დუბლი) გაუტანა. რომელუმ 4 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბელგიელი თავდამსხმელი პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში 21 გოლით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ ჰარი კეინს 2 გოლით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11347