ფეხბურთი

22:58 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ედი ჰაუ პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელია

"ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

39 წლის ინგლისელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ თვეში სამი თამაში ჩაატარა და 7 ქულა აიღო. "ბორნმუთმა" თვის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედს" სტუმრად ფრე 1:1 ეთამაშა, შემდეგ კი ორი საშინაო შეხვედრა "ვესტ ჰემსა" (3:2) და "სუონსს" (2:0) მოუგო. ამჟამად გუნდი პრემიერლიგაში 33 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.111103