ფეხბურთი

17:39 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია რუსეთის თასის ნახევარფინალზე ჯერ არ ფიქრობს

მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ “რკინიგზელთა” ოფიციალურ ვებგვერს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოში ყოფნის პერიოდზე და “ლოკომოტივის” ორ მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა:

“საქართველოში ყოფნის დროს ერთი თავისუფალი დღე მქონდა, რომელიც ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარე. მოვინახულე ნათესავები და დები. ყველაფერი შესანიშნავად იყო. შემდეგ საქართველოს ნაკრებს შევუერთდი, სერბეთთან 1:3 წავაგეთ, ხოლო ლატვიას 5:0 მოვუგეთ. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია.

- “უფასთან” ოთხ დღეში ორი მატჩი გელით...

- სიმართლე გითხრათ, თასის ნახევარფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან წინ ჩემპიონატის მატჩია, რომელიც შაბათს აუცილებლად უნდა მოვიგოთ და შემდეგ გადავერთვებით რუსეთის თასის ნახევარფინალზე. მატჩიდან მატჩამდე ფიქრი და სიარული გვმართებს. ძალიან კარგი გუნდი ვართ, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულებით. შეგვიძლია, რომ სასურველი შედეგი ვაჩვენოთ”, - უთხრა კვირკველიამ “ლოკომოტივის” პრესსამსახურს.

მოსკოვის “ლოკომოტივი” პრემიერლიგის ეგიდით 1 აპრილს “უფას” სტუმრად ეთამაშება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ იმავე გუნდს უკვე საკუთარ მოედანზე გაეჯიბრება, ოღონდ უკვე რუსეთის თასის ნახევარფინალური შეხვედრის სტატუსით.

0.118581