სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმის’’ უკანახაზელი ნიკოლოზ რამიშვილი (14. 04. 94, 182 სმ) ვერც ხვალ, მეოთხე წრის მესამე ტურის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ზღვისპირელები სუპერლიგის დებიუტანტ ,,კაკტუსს’’ უმასპინძლებენ. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელის დავით უსტიაშვილის თანაშემწე ლაშა ოჩხიკიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამიშვილს ფეხის თითის ძვალი აქვს გაბზარული და ამის გამო ვერ თამაშობს. აღნიშნული ტრავმის გამო რამიშვილმა ვერც მეოთხე წრის მეორე ტურში შეძლო პარკეტზე გასვლა, სადაც ,,ბათუმი’’ ,,დინამოს’’ ეთამაშებოდა და დიდი ანგარიშით 64:95 დამარცხდა.