ფეხბურთი

22:49 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამირ ნასრი თურქეთში?

“მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველის სამირ ნასრის შეძენა თურქულ “გალათასარაის” სურს – იუწყება გამოცემა Maxifoot.

29 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში “სევილიაშია” განათხოვრებული, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არაა, სურთ თუ არა “დალაქებს” მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა.

ის კი ცხადია, რომ ნასრი ხოსეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის და ”მანჩესტერ სიტის” საბოლოოდ დატოვება მოუწევს. ფრანგ მოთამაშეს “სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

მან მიმდინარე სეზონში “სევილიას” მაისური 27-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111676