ფეხბურთი

16:18 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს

“ბაიერნის” კარის დარაჯს მანუელ ნოიერს მარცხენა ფეხზე მცირე ოპერაცია ჩაუტარდა. მან დაზიანება ბუნდესლიგის XXV-ე ტურში “გლადბახთან” დაპირისპირების დროს მიიღო, რის გამოც სანაკრებო მატჩებიც გაუცდა.

მედიკოსების თქმით, გერმანელი ფეხბურთელი კიდევ 2 კვირა იუქმებს და გუნდს “ჰოფენჰაიმთან” და “აუგსბურგთან” დააკლდება.

როგორც გერმანული მედია ვარაუდობს, ნოიერი ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან”შეძლებს, რომ გუნდს დაეხმაროს.

0.114886