ფეხბურთი

14:22 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ნეიმარის “მანჩესტერში” გადმოსვლა აბსურდულია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უარყო ჭორები, თითქოს ნეიმარი “წითელ ეშმაკებში” 200 მილიონ ევროდ გადადიოდეს. პორტუგალიელის თქმით, აბსურდია ფეხბურთელში ამ რაოდენობის თანხის გადახდა.

“ყოველთვის ვცდილობ ვიყო ობიექტური და პრაგმატული, როდესაც საქმე ფულს ეხება. ვაწარმოო მოლაპარაკებები იმ კლუბებთან, რომელებთანაც მჯერა, რომ დადებით შედეგს მომიტანს. მაგრამ ჭორები იმის შესახებ, რომ ნეიმარი “ბარსელონას” დატოვებს, აბსურდია. ის “ბარსას” დიდი ფეხბურთელი გახდება და ეს ტრანსფერი შეუძლებელია,” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბრაზილიური “სანტოსიდან” 2013 წელს გადავიდა კატალონიურ კლუბში და დღემდე 168 მატჩში – 103 გოლი დაუგროვდა.

0.116674