თამაშგარე

11:50 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” ცრუმორწმუნე მწვრთნელი

ადრე კი იძახდნენ, ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო ნამეტნავად ცრუმორწმუნე კაცია და შამან-მჩხიბავებისა სჯერაო, მაგრამ, სანამ ეს ამბავი რეალური ფაქტითაც არ დადასტურდა - ბევრს არ სჯეროდა, რომ გაგანია 21-ე საუკუნეში პრემიერლიგის კლუბის მწვრთნელი ასეთი უცნაური თუ შეიძლება ყოფილიყო.

მაურისიოს ცრუმორწმუნეობა იმის მერე დადასტურდა, როდესაც ამ უკანასკნელმა თავის ცოლს, “ტოტენჰემის” სტადიონ “უაით ჰარტ ლეინზე” მისვლა და მისი ქომაგობა აუკრძალა. როგორც მაურისიოს უთქვამს, როდესაც სტადიონზე მისი ცოლი არ მიდის, “მამლები” მუდამ იგებენ და როდესაც ცოლი ტრიბუნაზეა წამოსკუპული, პოჩეტინოს გუნდი თურმე სულ მარცხდება.

ალბათ ყველას გვინახავს ადამიანები, რომლებსაც იღბლისა და დამთხვევების სჯერათ და ასეთი ადამიანები ვის უკვირს? მაგრამ, გუნდის მწვრთნელისგან სტადიონზე საკუთარი ცოლის არშეშვება, დაგვეთანხმებით, უცნაურთან ერთად ცოტა სამარცხვინოცაა. მაგრამ, პოჩეტინოს ეს ამბავი ალბათ ყველაზე ნაკლებად აღელვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117054