ჭადრაკი

0:21 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთში მასპინძელთა წარმომადგენელი ლიდერობს

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ჩინეთის ქალაქი შენჟენი მასპინძლობს.

მეორე წრის პირველ ტურში ასპარეზობის ერთ-ერთმა ფავორიტმა დინგ ლირენმა (ჩინეთი) თანამემამულე იუი იანგი დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. რაც შეეხება ორხელისუფლებიანობის მეორე წევრ ანიშ გირს (ჰოლანდია) იგი აუტსაიდერ მაიკლ ადამსთან (ინგლისი) მხოლოდ ყაიმს დასჯერდა და მეორე ადგილზე გადაინაცვალა.

მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

გირი - ადამსი 0.5: 0.5

პიოტრ სვიდლერი-პენტალა ჰარიკრიშნა 1:0

დინგ ლირენი -იუი იანგი 1:0

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:

1.დინგ ლირენი 4.0 ქულა,

2.გირი 3.5

3.სვიდლერი 3.0

4-6. ადამსი, იუი იანგი, ჰარიკრიშნა 2.5-2.5.

მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი:

დინგ ლირენი-გირი

იუი იანგი - სვიდლერი

ჰარიკრიშნა - ადამსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105521