კალათბურთი

21:57 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი დაინიშნა

კალათბურთში ა ლიგის მეორე წრის ბოლო ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ,,არენა 76“ და ,,ტიტები“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრამდე არენას 76-ს 14, ხოლო ,,ტიტებს“ 13 ქულა ჰქონდათ და ერთპიროვნულ ლიდერ ,,დელტას“ საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სუპერლიგაში მხოლოდ ერთი გუნდი გადადის, ორივე გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.

შეხვედრა არენა 76-ს უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი ტაიმი 8 ქულის სხვაობით 46:38 მოიგო . ,,ტიტების“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და მეოთხე მეოთხედში 7 ქულის სხვაობით 68:61 დაწინაურდა, ამ კომპონენტში მეტოქეს არც არენა 76 ჩამორჩა, ანგარიში გაათანაბრა 74:74 და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

როგორც ძირითადი, ისე პირველი დამატებითი დროც უაღრესად დაძაბული გამოდგა, ფრედ 6:6 დასრულდა და გამარჯვების გამოსავლენად მეორე ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.

არენა 76 ფიზიკურად უკეთ მომზადებული აღმოჩნდა, რომელიც უპირატესობას დაეუფლა, 93:88 შეძლო მეტოქის დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ,,ტიტებს“ , ამ წაგებით სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი არენა 76-ს უკანახაზელმა როდნერიუს ლუისმა აჩვენა, რომელმაც ყველაზე მეტი 31 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მის თანაგუნდელ მალხაზ (ქაქუცა) აბაიშვილს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასია.

,,ტიტების“ მხრიდან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი დვალი იყო. გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, გიორგი (ლაშა) გამყრელიძის ანგარიშზე 7 ქულა , 10 მოხსნა და 11 პასია.

არენა 76 - ,,ტიტები’’ 93: 88 (74:74) (27:20, 19:18, 12:21, 16:15, I ..6:6, II ..13: 8)

0.118139