ფეხბურთი

23:01 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარ პიკე: “მე არასოდეს ვიმუშავებ “რეალში”

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ კატალონიურ კლუბში რაულ გონსალესის შესაძლო დასაქმების შესახებ გავრცელებული ცნობა შეაფასა და განაცხადა, რომ არსებობს ღირებულებები, რომელსაც თავად არასოდეს გადააბიჯებს.

“მე არასდროს ვიმუშავებ “რეალში”. ეს ის ღირებულებებია, რომელსაც არასოდეს გადავაბიჯებ. მივესალმები “რეალის” ფეხბურთელებს, მადრიდში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ბევრთან ეროვნული ნაკრები მაკავშირებს. მიუხედავად ამისა, არასოდეს ვინანებ, რაც ახლა ვთქვი და გაგიმეორებთ, მე არასოდეს ვიმუშავებ “რეალში, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ რაულმა ესპანურ გამოცემა Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ბარსელონაში” მუშაობას არ გამორიცხავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108868