ჭადრაკი

14:18 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერის ბაღი ბოკუჩავას თასის გათამაშებას მასპინძლობს

ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე, ამაგდარი ქართველი საჭადრაკო მწვრთნელის, ალექსანდრე ბოკუჩავას სახელობის თასის გათამაშებას მასპინძლობს 16 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის.

ტურნირში მონაწილეობის სურვილი 44 მოჭადრაკემ გამოთქვა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით შიდ ტურად ტარდება. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 1700 ლარს შეადგენს, რომელიც პირველ-მესამე ადგილზე გასულ ვაჟებსა და გოგონებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

ვაჟები

I - 500 ლარი

II - 350 ლარი

III - 250 ლარი

გოგონები

I - 300 ლარი

II - 200 ლარი

III - 100 ლარი

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკეს. ფულადი პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118662