კალათბურთი

12:09 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვაშინგტონმა” 38 წლის შემდეგ პირველად დივიზიონი მოიგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

“ვაშინგტონ ვიზარდსმა” გასვლაზე “ლეიკერსს” 119:108 მოუგო და 38 წლის შემდეგ პირველად მოახერხა სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონის მოგება. “ვაშინგტონს” 46 გამარჯვება აქვს, ხოლო დივიზიონის მეორეადგილოსან “ატლანტას” – 38. დედაქალაქელებმა ბოლოს დივიზიონი 1978/79 წლების სეზონში მოიგეს.

“დეტოიტი” შინ “მაიამის” შეხვდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დეტროიტელები 96:95 იგებდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლო წამზე, საფინალო სირენასთან ერთად ფლორიდელთა ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა გორან დრაგიჩის ანგარიშზეა. “დეტროიტში” კალდველ-პოპე 25 ქულით გამოირჩა.

“ინდიანა” საკუთარ დარბაზში “მინესოტას დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე ინდიანაპოლისელები 114:112 იგებდნენ, რა დროსაც რიკი რუბიოზე სამქულიანის სროლის დროს დაჯარიმდნენ. ესპანელმა სამივე სროლა გამოიყენა და საბოლოო შედეგი “მინესოტას” სასარგებლოდ 115:114 დააფიქსირა. კარლ ენტონი-თაუნსმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 37 ქულა, 12 მოხსნა. “ინდიანაში” 37 ქულით პოლ ჯორჯი საუკეთესო გახლდათ.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “მილოუკი ბაქსი” 108:118 (24:35, 26:37, 26:22, 32:24)

https://www.youtube.com/watch?v=-Ie-TInRHAg

“ინდიანა” – “მინესოტა” 114:115 (25:26, 32:33, 33:27, 24:28)

https://www.youtube.com/watch?v=QCw2e7n5nwg

“ატლანტა” – “ფინიქსი” 95:91 (27:12, 20:32, 24:24, 224:23)

https://www.youtube.com/watch?v=-TMDRIVh18Q

“ბრუკლინი” – “ფილადელფია” 101:106 (24:31, 33:27, 21:21. 23:37)

https://www.youtube.com/watch?v=Xki2WuAoqmM

“დეტროიტი” – “მაიამი” 96:97 (24:24, 26:31, 19:23, 27:19)

https://www.youtube.com/watch?v=w0VshaYH7zE

“ჰიუსტონი” – “გოლდენ სტეიტი” 106:113 (20:37, 32:23, 23:26, 31:27)

https://www.youtube.com/watch?v=oe9THjkMS_g

“პორტლენდი” – “დენვერი” 122:113 (32:35, 34:29, 29:21. 27:28)

https://www.youtube.com/watch?v=HvTxb5pqdhE

“ლეიკერსი” – “ვაშინგტონი” 108:119 (27:27, 31:28, 37:27, 13:37)

https://www.youtube.com/watch?v=WlxKZ7ij27s

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113469