კალათბურთი

10:57 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება “ჰიუსტონთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ჰიუსტონ როკეტსი” 113:106 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა ერთი ორქულიანი ისროლა და ისიც ზუსტად მოათავსა კალათში.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერის როლში იყვნენ, “ჰიუსტონი” შეამცირებდა სხვაობას, “გოლდენ სტეიტი” ისევ გაზრდიდა. სტეფ კარიმ გუნდს 32 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი შესძინა. ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 13 პასი და 11 მოხსნა.

“გოლდენ სტეიტი” 60 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” გასვლაზე “სან ანტონიოს” დაუპირისპირდებიან, თამაში 30 მარტს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.

0.105286