ფეხბურთი

2:30 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ასეთი გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია ლატვიასთან მოგებული (5:0) მატჩის შემდგომ, ჟურნალისტებს ესაუბრა და ნახსენები შეხვედრა შეაფასა.

გამოცდილი მცველის თქმით, სერბეთთან წაგებული მატჩის შემდგომ, ასეთი გამარჯვება ძალიან საჭირო იყო:

- დღევანდელ შეხვედრას ყველანაირად დადებითად ვაფასებ. სერბეთთან თამაშის ყველას ძალიან გვიჭირდა და ასეთი ანგარიშით მოგება ძალიან გვჭირდებოდა. გულშემატკივარსაც ალბათ ცოტა გული მოუბრუნდება, რადგან ხუთი გოლი გავიტანეთ. წინა მატჩებშიც მომენტები შევქმნეთ, რაც ვერ გამოვიყენეთ, ხოლო დღეს მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ამიტომ, ამ კონკრეტულ თამაშს მხოლოდ დადებითად შევაფასებ. რაც შეეხება მთლიანად ამ კვირას, სერბეთთან თამაში რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანი იყო და უფრო მეტი გვმართებდა, მაგრამ საკუთარი შეცდომების გამო, თამაში სასურველი შედეგით ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. დღეს კი, 2:0 როდესაც გავხადეთ, ვხედავდი, რომ უფრო მეტი შეგვიძლია, თავდაჯერებაც მოვიდა ამ ანგარიშის შემდეგ და უფრო თავისუფლად ვთამაშობდით. 2:0-ზე თამაში გაცილებით ადვილია, ვიდრე 1:1-ზე და ეს წინა თამაშშიც გამოჩნდა. დღეს კი, თამაში როგორც დავიწყეთ, ისევე დავასრულეთ, რაც ძალიან კარგია.

- ეს თამაში რამდენად დაეხმარება ნაკრებს ფსიქოლოგიური კუთხით?

- რა თქმა უნდა, თავდაჯერებას შეგვმატებს. თითოეულმა მოთამაშემ, რომლებმაც დღეს გოლები გაიტანა, სხვანაირი შემართებით ჩამოვლენ და სხვანაირად ითამაშებენ, მაგრამ შემართებას ვერაფერი შეცვლის, როდესაც ნაკრებში თამაშობ, შემართება ყოველთვის ერთია – საბრძოლო. ხანდახან, როცა შეგვიძლია თამაშის დამთავრება, ვერ ვახერხებთ ამის გაკეთებას მომენტების გამოუყენებლობის გამო. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ პრობლემას, მე ეს არ მესმის, ვფიქრობ, რომ ნაკრებში ეს პრობლემა არაა. შესაძლოა, სხვა ბევრი შეცდომას გვქონდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.

- ასეთი ანგარიში რამ განაპირობა? ჩვენმა კარგმა თამაშმა, თუ მეტოქის სისუსტემ?

- მომენტების გამოყენებამ. რა მომენტიც შევქმნეთ, ყველა გავიტანეთ. სტანდარტული მდგომარეობიდან გავიტანეთ 3 გოლი. სერბეთთან მატჩშიც გვქონდა მომენტები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, ხოლო მეტოქემ პირიქით ყველაფერი გაიტანა და წავაგეთ. დღეს კი, საპირისპიროდ მოხდა და ჩვენ გამოვიყენეთ ყველა მომენტი, რაც ანგარიშზეც აისახა.

- შენი გადმოსახედიდან, მიმდინარე შესარჩევში, რომელი ადგილია მაქსიმუმი?

- ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ქულები გავანიავეთ, რომლებიც უნდა აგვეღო. ახლა ჩვენ თავისუფლად შეიძლებოდა, რომ 9 ქულა გვქონოდა...

0.116227