ფეხბურთი

0:21 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: “ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი დაბრუნება წარმატებული გამოდგა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე “ლატვიასთან” მოგებული (5:0) მატჩის შემდგომ, ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.

26 წლის მეკარე ნაკრების შემადგენლობაში იღბლიანი დაბრუნებით ბედნიერი ჩანდა და აღნიშნა, რომ “ჯვაროსნებმა” საჭირო გამარჯვება კარგი თამაშით მოახერხეს.

“ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში წარმატებული დაბრუნებით. კარგი თამაში გამოდგა, გუნდმა მშვენიერი თამაში აჩვენა და შედეგიც დადებითი ვაჩვენეთ, იმის ხარჯზე, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ, რასაც სასურველი შედეგიც მოჰყვა და სერბეთთან წაგებული მატჩის შემდგომ, სასურველი გამარჯვება მოვიპოვეთ”, - განაცხადა “მორეირენსეს” კიპერმა.

შეგახსენებთ, რომ მაკარიძე პირველად “ჯვაროსნების” რიგებში 2007 წელს გამოჩნდა, როდესაც 17 წლის გახლდათ. თუმცა, 2008 წლის შემდგომ, ნაკრების მაისური აღარ მოურგია და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად მოუწია საქართველოს ნაკრების კარის დაცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116251