კალათბურთი

22:38 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დელტამ’’ ლიდერობა შეინარჩუნა

მეათე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ,,დელტა’’ და ერთპიროვნული აუტსაიდერი სეუ დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჯერჯერობით ერთი გამარჯვებაც კი არ აქვს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც გამანადგურებელი ანგარიშით 86:47 შეძლო მეტოქის დამარცხება, დაგეგმილი ორი ქულა მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა მარნეულელთა ფორვარდმა ლევან ელიაძემ დააგროვა. სტუმართა შორის 11 ქულით ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი კახა გიორგაძე იყო.

ამ ტურის მესამე, დასკვნითი შეხვედრა ხვალ ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ,,არენა 76’’ და ,,ტიტები’’ შეხვდებიან.

,,დელტა’’ - სეუ 86: 47 (21: 13, 35: 12, 21: 16, 9: 6)

0.11538