კალათბურთი

22:15 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,წყალტუბომ’’  დაწინაურების  შანსი  ვერ  გამოიყენა

კალათბურთში ა ლიგის მეორე წრის ბოლო, მეათე ტური ,,წყალტუბოსა’’ და თსუ ,,ჰიუნდაის’’ მატჩით გაიხსნა.

ამ შეხვედრამდე მასპინძლებს სტუმრებზე ერთი ქულით ნაკლები ქონდათ. გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედად ფავორიტად ,,წყალტუბო’’ ითვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დიდი ანგარიშით 95: 66 გაიმარჯვა თსუ ,,ჰიუნდაიმ’’ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა.

შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრამ სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. პირველი ტაიმი სტუდენტებმა რვა ქულის სხვაობით 45: 37 მოიგეს. მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და როგორც უკვე აღვნიშნეთ დიდი ანგარიშით შეძლო პირველი ადგილისათვის ბრძოლაში ერთ-ერთი უშუალოკონკურენტის დამარცხება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 28 ქულა თსუ ,,ჰიუნდაის’’ უკანახაზელმა სანდრო სანაძემ დააგროვა. მისი თანაგუნდელებიდან 14 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი კრისტოფერ გაბრიელმა შეასრულა.

,,წყალტუბოს’’ მხრიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი კუჭავა იყო. ორმაგი დუბლი დმიტრი სვირიდოვმა (12ქ. 14მ.) დააგროვა.

,,წყალტუბო’’ - თსუ ,,ჰიუნდაი’’ 66: 95 (18:26, 19: 19, 10: 21, 19: 29)

0.120085