თამაშგარე

0:00 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის უამრავი ქალი ეფანცქვალება

საამოსთან ერთად მუხთალი რამაცაა ეს პოპულარობა. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ყველა შენზე საუბრობს, ყველას გამორჩეულ ადამიანად მიაჩნიხარ და მთელი ბულვარული მედია შენს ამოსუნთქვაზე წერს, მაგრამ იმას რას ვუზამთ, როდესაც პოპულარობა მანიაკობაში გადადის?...

აი მაგალითად, არგენტინელი სუპერმეგოლე ლეო მესი, როგორც თავად ამბობს, ძალიან დაღალა პოპულარობამ და განსაკუთრებით იმან, რომ რომელ ქალსაც კი არ ეზარება, ყველა მასთან თანაყოფას ჩემულობს და ვისაც კი პოპულარობა სურს ყველა მესის სარეცელისაკენ მიიწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩია არგენტინელს არაერთხელ უთქვამს (და ეს ცხოვრებითაც დაუმტკიცებია) რომ თავის ცოლთან თავს მშვენივრად გრძნობს და სხვა ქალებისაკენ თვალი არ გაურბის, როგორც ესპანური მედია წერს, დაახლოებით 20-მდე ცნობილი მოდელი ახლავე მზადაა, რომ მესის წინაშე ფეხები ზე აპლაკოს და ვინც ამას გულში ფიქრობს მათ რა დათვლის და აღრიცხავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150738