ჭადრაკი

13:48 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთში პირველი წრე დასრულდა

ჩინეთში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ქალაქი შენჩჟენი მასპინძლობს, პირველი წრის მეხუთე, დასკვნითი ტურის პარტიები გათამაშდა. ამ ტურის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ მომხდარა, რადგან სამივე შეხვედრაში ყაიმი დაფიქსირდა.

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. მეორე წრის პირველი ტურის პარტიები ხვალ ჩატარდება.

მეხუთე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ანიშ გირი(ჰოლანდია) - პიოტრ სვიდლერი(რუსეთი) 0.5:0.5

მაიკლ ადამსი(ინგლისი) - დინგ ლიჟენი(ჩინეთი) 0.5:0.5

პენტალა ჰარიკრიშნა(ინდოეთი) - იუი იანგი(ჩინეთი)0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა 28 მარტისათვის:

1-2.გირი, დინგ ლიჟენი 3.0-3.0 ქულა

3-4.იუი იანგი, ჰარიკრიშნა 2.5 – 2.5

5-6.სვიდლერი, ადამსი 2.0-2.0

28 მარტი დასვენების დღეა

29 მარტი. მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი:

გირი - ადამსი

სვიდლერი-ჰარიკრიჰნა

დინგ ლიჟენი-იუი იანგი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116013