ისტორია

9:42 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

28 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1897- დაიბადა ზეპ ჰერბერგერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი. 1954 წლის მსოფლიოს პირველობაზე ჰერბერგერის გუნდმა ფინალში “ბერნის სასწაული” მოახდინა _ უნგრეთის “დიდი გუნდი” დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1958 წლის მუნდიალზე გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. გერმანიის ნაკრებს წვრთნიდა 28 წლის განმავლობაში (1936-64). ფეხბურთელობისას ამპლუით ფორვარდი გახლდათ. იცავდა “ვალდჰოფის”, “მანჰეიმისა” და “ტენის ბორუსიას” ღირსებას. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 3 მატჩი (2 გოლი). ზეპ ჰერბერგერი 1977 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1891- ძალოსნობაში პირველად ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი.

1923- ესპანეთის ქალაქ ვიგოში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სელტა”. გუნდი სამჯერ გავიდა ესპანეთის თასის გათამაშების ფინალში (1948, 1994, 2001). მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. “სელტა” ასპარეზობს “ბალაიდოსის” სტადიონზე, რომლის ტრიბუნები 31 800 მაყურებელს იტევს.

1935- ინგლისის ეროვნული საფეხბურთო გუნდი, დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი 2:2 დასრულდა. ამ შეხვედრის მსვლელობისას ჩატარდა ექპერიმენტი. თამაშს ორი არბიტრი ემსახურებოდა, რომლებიც თავთავიანთ მოედნის ნახევარზე მსაჯობდნენ.

1939- “რენესანს ბიგ 5” პირველი საკალათბურთო კლუბი გახდა, რომელმაც პროფესიონალთა შორის ჩატარებული პირველი ჩემპიონატი მოიგო.

1967- ვენაში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა კანადას 2:1 მოუგო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. კანადელები ავსტრიის დედაქალაქში საგანგებოდ მომზადებულები ჩავიდნენ და შემადგენლობა ორი პროფესიონალი ჰოკეისტით გააძლიერეს, რომელთა შორის იმ დროის საუკეთესო მოთამაშე, კარლ ბრევერიც იყო.

1972- უილტ ჩემბერლენმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა.

1990- აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) ლეგენდარული მძლეოსანი ჯესი ოუენსი ოქროს მედლით (Congressional Gold Medal) დააჯილდოვა (გარდაცვალების შემდეგ). ოუენსი ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორია (მოიპოვა ოქროს ოთხი მედალი). იგი 1980 წლის 31 მარტს გარდაიცვალა.

1991- იტალიის საფეხბურთო კლუბი “მილანი” ევროთასებიდან ერთი წლით მოკვეთეს. ამისი მიზეზი “მარსელთან” მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი შეიქმნა. მარსელის “ველოდრომის” სტადიონზე შუქი ჩაქრა, რის გამოც, შეხვედრა გარკვეული დროით შეწყდა, მოგვიანებით კი, “როსონერიმ” თამაშის განახლება იუარა.

1991- სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონმა მაიკ ტაისონმა, კიმბერლი სკარბორის ვაჟი იშვილა.

1993- იტალიურ სერია A-ში დებიუტი ჰქონდა 16 წლის ფრანჩესკო ტოტის. იმ დღეს “რომამ” “ბრეშას” 2:0 მოუგო. სადღეისოდ იგი რომაელთა გუნდის კაპიტანია და მის რიგებში 400 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული (გაიტანა 171 გოლი)

1995- ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იქაური კლუბის პრეზიდენტ რამონ მენდოსას, ლისაბონის “ბენფიკას” თავკაც მანუელ დალმაშის, ტურინის “იუვენტუსის” მეთაურის რობერტო ბეტეგას, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტის ადრიანო გალიანის შეხვედრა შედგა, რომლის შედეგადაც დაფუძნდა ევროპის ჩემპიონ კლუბთა ასოციაცია, რომელიც მოგვიანებით G-14-ად გადაკეთდა.

1999- კევინ კიგანის ხელმძღვანელობით, ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და პოლონეთს 3:1 მოუგო.

2000- “სტოკ სიტის სტადიონ” “ბრიტანია სთედიუმის” მოედნის შუაგულში, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, სერ სტენლი მეტიუზის კრემაციის შედეგად მიღებული ფერფლი დაკრძალეს.

2001- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რუმინეთთან 0:2 დამარცხდა. საქართველო: გვარამაძე, სილაგაძე (იაშვილი), კობიაშვილი, რეხვიაშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ნემსაძე (კაპიტანი), ყაველაშვილი (ჯანაშია), ქეცბაია (ქემოკლიძე), ქინქლაძე, შ. არველაძე.

ნაკრებს დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ. მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 27 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2007- ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულების წარმომადგენელთა გუნდი დაამარცხა (3:1). საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. შეხვედრა თბილისის ეროვნულ სტადიონზე შედგა.

2009- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლარნაკაში კვიპროსთან 1:2 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

2011- ბრაზილიელმა მეკარე როჟერიო სენიმ თავისი მეასე გოლი გაიტანა.

2012- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის უმძიმეს ჯგუფში პირველი ადგილიდაიკავა. თბილისში ჩატარებულ ელიტ-რაუნდში მაისურაძის ბიჭებმა ესპანეთთან 1:1 ითამაშეს, ინგლისს და უკრაინას კი ერთნაირი ანგარიშით, 1:0 სძლიეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1897- ზეპ ჰერბერგერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი. 1954 წლის მსოფლიოს პირველობაზე ჰერბერგერის გუნდმა ფინალში “ბერნის სასწაული” მოახდინა _ უნგრეთის “დიდი გუნდი” დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1958 წლის მუნდიალზე გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. გერმანიის ნაკრებს წვრთნიდა 28 წლის განმავლობაში (1936-64). ფეხბურთელობისას ამპლუით ფორვარდი გახლდათ. იცავდა “ვალდჰოფის”, “მანჰეიმისა” და “ტენის ბორუსიას” ღირსებას. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 3 მატჩი (2 გოლი). ზეპ ჰერბერგერი 1977 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა.

1937- დავით გვანცელაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1964 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი (70 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1963). საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი. საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1963). ივან პოდუბნის სახელობის ტურნირის სამგზის გამარჯვებული. სპორტის დამსახურებული ოსტატი. დავით გვანცელაძე 1984 წელს გარდაიცვალა.

1940- ლუის ალბერტო კუბილია ალმეიდა. 1960-70-იანი წლების ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მონაწილეობდა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე (1966, 1970, 1970). ურუგვაის 10-გზის ჩემპიონი. სამჯერ მოიგო ლიბერტადორესის, ორჯერ – საკონტინენტთაშორისო თასი. თამაშობდა ესპანეთშიც და მოპოვებული აქვს ამ ქვეყნის “სამეფო თასი”. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა და ყველაზე დიდ წარმატებას პარაგვაის “ოლიმპიას” გაწვრთნისას მიაღწია – 1990 წელს გუნდს ლიბერტადორესის თასი მოაგებინა.

1942- ჯერი სლოუნი. ამერიკელი კალათბურთელი და მწვრთნელი. გამოდიოდა “ჩიკაგო ბულზში”. სამოთამაშეო კარიერის განმავლობაში დააგროვა 10 501 ქულა და განახორციელა 5 615 მოხსნა. ორჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 1988 წლიდან წვრთნის “იუტა ჯაზს” და გუნდი ორჯერ გაიყვანა ნბა-ს ფლეი-ოფის სუპერფინალში.

1954- ემერიხ ენეი. რუმინელი საფეხბურთო სპეციალისტი. წვრთნიდა ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს.

1955- სერგო კვარაცხელია. FIFA-ს საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი. ამჟამად სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარეა.

1956- ეველინ იალი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1957- ჰარვი გლანსი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1958- ჰაინც ჰერმანი. 1970-80-იან წლებში გამოდიოდა შვეიცარიის ნაკრებში და მასში ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობით (117) საკუთარი ქვეყნის რეკორდსმენია. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში (1984-88) ასახელებდნენ შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად. ექვსჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ერთხელაც მოიპოვა ეროვნული თასი.

1958- ალექსანდრ ვოლკოვი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრების, კიევის “სტროიტელის”, მოსკოვის ცსკა-ს, ნბა-ს “ატლანტა ჰოუკსის”, ათენის “პანათინაიკოსის”, პირეოსის “ოლიმპიაკოსის”, ბკ “კიევის” ფორვარდი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1985 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში (1986, 1990). ამჟამად უკრაინის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტია.

1958- ბარტ უეინ კონერი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში ცალკეულ იარაღებზე ასპარეზობისას 1984 წლის ოლიმპიადაზე ოქროს ორი მედალი მოიპოვა.

1969- ერნი სტიუარტი. 1990-2004 წლებში გამოდიოდა აშშ-ს საფეხბურთო ნაკრებში (101 მატჩი, 18 გოლი). მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. 2001 წელს დაასახელეს აშშ-ს საუკეტესო ფეხბურთელად.

1972- დუშან სალფიცკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1975- ივან ელგერა. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების, “ალბასეტეს,” “რომას,” “ესპანიოლის,” “რეალის” (1999 წლიდან) მცველი. მადრიდელებთან ერთად ორჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს. 2007-08 წლებში თამაშობდა “ვალენსიაში”. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1976- ტარიელ მელელაშვილი. ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1995). ჭაბუკთა შორის ევროპისა (1993) და მსოფლიოს (1992) ჩემპიონი. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 1994 წლის პირველობაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალა

1953- ჯეიმს ფრენსის ტორპი. ინგლისელი მძლეოსანი. თანამდეროვე ათჭიდში 1912 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. გარდაიცვალა 64 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11632