ფეხბურთი

13:00 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა შეისწავლა ფეხბურთელთა შემოსავალი მიმდინარე სეზონში და აღმოჩნდა, რომ პორტუგალიელი ყველაზე მეტს გამოიმუშავებს.

რონალდუმ არგენტინელი ლიონელ მესი მოიტოვა უკან, რომელიც აქამდე ლიდერობდა აღნიშნულის მხრივ. აქვე გეტყვით, რომ შემოსავალში ნაგულისხმევია არამარტო ხელფასები და პრემიები, არამედ სარეკლამო კონტრაქტებიც.

მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელთა ხუთეული კი ასეთია:

1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია) – 87.5 მილიონი ევრო

2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა) – 76.5 მილიონი ევრო

3. ნეიმარი („ბარსელონა“, ბრაზილია) – 55.5 მილიონი ევრო

4. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი) – 41 მილიონი ევრო

5. ეზეკიელ ლავეცი („ჰებეი ფოტუნი“, არგენტინა) – 28.5 მილიონი ევრო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11544