ფეხბურთი

11:47 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის დისკვალიფიკაცია ემუქრება

არგენტინის ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის შესაძლოა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბოლივიის წინააღმდეგ გაუცდეს. როგორც ცნობილი ხდება, კონმებოლის სადისციპლინო კომიტეტი ლიონელის დასჯას ჩილესთან მატჩში მსაჯის მიმართ გამოხატული აგრესიულობის გამო აპირებს.

აღნიშნულ საკითხზე სამხრეთამერიკული ფეხბურთის ხელმძღვანელებმა უახლოეს საათებში უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილებაც მიიღონ, რადგან ბოლივიასთან მატჩი კარსაა მომდგარი.

ბოლივია - არგენტინის შეხვედრა ლა პასში 29 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109836