სხვა

18:55 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეჯიბრი ლაზერულ რბენაში

თბილისის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაცია მიმდინარე წლის 1 აპრილს ატარებს შეჯიბრს ლაზერულ რბენაში (სირბილი და სროლა კომბინირებულად), რომლის სახელწოდებაცაა თბილისის ღია ტური ლაზერულ რბენაში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250-ზე მეტი სპორტსმენი და მოყვარული, 10 ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან (თბილისი, რუსთავი, საჩხერე, ფოთი, ბათუმი, ჭიათურა, გორი). გამარჯვებულ გოგონებსა და ბიჭებს, გადაეცემათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები, ასევე ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.

შეჯიბრი დაიწყება 09:00 საათზე, დიღომში, ამერიკის საელჩოს უკან მდებარე ტერიტორიაზე (“ახალი თბილისი“).

თბილისის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.190404