თამაშგარე

13:17 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემა - ჩადრიანი ქალები ოლიმპიადაზე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რომ ერთერთი ყველაზე ლოიალური და დამთმობი ორგანიზაციაა, ცნობილი ამბავია და თუნდაც იმით დასტურდება, რომ ოლიმპიადებსა თუ პარაოლიმპიადებზე ისლამისტური ქვეყნების წარმომადგენელ სპორტსმენ ქალებს სპეციალური ტანსაცმლითა და საბურველით ასპარეზობის უფლებას აძლევენ.

დღეს მთელს მსოფლიოში კამათობენ, ამგვარი ტანსაცმლით ოლიმპიადაზე მონაწილეობის დაშვება არის თუ არა ქალთა უფლებების შეზღუდვის საერთაშორისო დონეზე დაკანონება და სწორია თუ არა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა, როდესაც ირანელ თუ არაბ სპორტსმენ ქალებს ამგვარ შესამოსელს უკანონებს.

ცოტა ხნის წინ, ამერიკაში დაიწყო და უკვე მთელს მოფლიოში გავრცელდა მოძრაობა, რომლის მოთხოვნაა, საერთოდ აეკრძალოთ ოლიმპიადებში გამოსვლა იმ ქვეყნებს, რომლებიც ქალებს ამგვარი სამოსის ჩაცმას აიძულებენ. მოძრაობამ უკვე საკმაოდ მძლავრი სახე მიიღო და 8 მილიონამდე ხელმომწერიც ყავთ. მათი მოთხოვნები წესით ლოგიკურია და სწორი, მაგრამ შეისმენს კი ვინმე?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179807