კალათბურთი

10:40 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება “მემფისთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “მემფის გრიზლი” 106:94 დაამარცხა. ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 2 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზთან კი არ დამდგარა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 23:13 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა, “მემფისში” კონლი 29 ქულით გამოირჩა.

“ოქროს შტატელებმა” ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგეს და დასავლეთ კონფერენციას 59 მოგებით და 14 მარცხით ერთპიროვნულად ლიდერობენ.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო შეხვედრას გასვლაზე “ჰიუსტონთან” გამართავს, მატჩი 29 მარტს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119589