ფეხბურთი

12:19 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს მორიგი მიღწევა

ფრანგული „მონაკოს“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ნიჭიერი შემტევი 1955 წლიდან მოყოლებული გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა.

მბაპეს დებიუტი ლუქსემბურგთან მატჩში ჰქონდა, როცა იგი 18 წლის და 95 დღის იყო. მასზე უფრო ახალგაზრდას კი, „მამლების“ რიგებში გასული საუკუნის შუაში მარიან ვისნეცკის უთამაშია (18 წლისა და 61 დღის).

კილიან მბაპე მიმდინარე სეზონს დიდებულად ატარებს და 32 შეხვედრაში მის ანგარიშზე 18 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მისი თამაში შეუმჩნეველი არც დიდიე დეშამს დარჩენია და არც ევროპულ გრანდებს - როგორც ამბობენ, მბაპეს შეძენით ყველაზე მეტად „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი.

0.112503