ფეხბურთი

22:52 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიამ დე ვრეი მოისაკლისა

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ყველაფერთან საკადრო პრობლემებიც მოეძალა. როგორც ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი წერს, გუნდს ცენტრალური მცველი სტეფან დე ვრეი გამოაკლდა. ამის მიზეზი ტრავმაა, რის გამოც მან ბულგარეთთან წაგებულ მატჩშიც ვერ ითამაშა (0:2).

რომის „ლაციოს“ მცველს იტალიის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩი გაუცდება. ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით მას აღნიშნულ შეხვედრაში საკლუბო თანაგუნდელი ვესლი ჰუდტი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113292