ფეხბურთი

17:35 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო და რუსეთი: სანაკრებო დაპირისპირებების ისტორია

საქართველო-რუსეთი ქომაგებისთვის განსაკუთრებული დაპირისპირებებია. ეროვნული ნაკრების დონეზე აქამდე სამჯერ შევხედრილვართ და თანაფარდობაა: შესარჩევ ციკლში 1:0 მოვუგეთ, გასვლაზე 1:3 წავაგეთ და მანამდე, ამხანაგურში იყო ფრე 1:1. რუსეთთან მოგებას მაინც სხვა გემო აქვს და სასიხარულოა, რომ გიორგი ყიფიანის გაწვრთნილმა 19-წლამდე ნაკრებმა ეს მოახერხა - 1:0. თანაც, საკმაო სათამაშო უპირატესობით.

ეროვნული ნაკრების დონეზე უკვე დავწერეთ, ყველაზე სასიამოვნოდ 2003 წლის 30 აპრილი გვახსენდება, გიორგი დემეტრაძის ჩაწოდებას მალხაზ ასათიანის თავური მოჰყვა და ამ გოლით მოვიგეთ. სტუმრადაც ვიგებდით ალექსანდრე იაშვილის გატანილით.

აი, ასაკობრივი ნაკრებების დონეზე კი ხშირად ყოფილა ქართულ-რუსული დაპირისპირებები და მოდით, გავიხსენოთ.

საინტერესოა,რომ 19-წლამდელებში ბოლო სამი ურთიერთშეხვედრიდან სამივე მოვიგეთ. 2013 წელს პორტუგალიაში გამართულ ტრადიციულ ტურნირზე გია ცეცაძის გუნდმა 1:0 იმარჯვა ბაჩანა არაბულის პენალტით და იმავე ტურნირზე, ოღონდ 2014 წელს ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა 4:2 დაამარცხეს ჩრდილოელები. მშვენიერი გოლებიც გაიტანეს.

ასაკობრივების შესარჩევებიდან 2007 წელს თბილისში 2:0 მოგება იყო განსაკუთრებული. რევაზ ბარაბაძემ თავით გაიტანა, მერე კი ბექა გოცირიძემ ნახევარი რუსეთის ნაკრები მოატყუა და მეორე შეაგდო. სამწუხაროდ, იმავე შესარჩევის ბოლოს, მინსკში (2008 წლის აგვისტოს ომის გამო, ნეიტრალურზე ჩატარდა მატჩი) 0:4 წავაგეთ... ორივე ამ შეხვედრაში ჩვენებს პეტარ სეგრტი წვრთნიდა.

21-წლამდელებში კიდევ ორჯერ მოგვიგია რუსეთთან, მაგრამ ორივეჯერ გასულ საუკუნეში, ამხანაგურ მატჩებში: 1:0 ალექსანდრე იაშვილის გოლით და კიდევ, 2:1 იმავ იაშვილისა და დავით მუჯირის გატანილებით.

საწყენი იყო ქართველთა წაგებები 2007 წელს, 17-წლამდელთა შორის. ჯერ პალანგას თასის ფინალში დავმარცხდით 1:2, ხოლო შემდეგ თბილისში, შესარჩევ ციკლში - ასევე, 1:2. არადა, გერმანელი ჰერბერტ ცანკერის გუნდმა თამაშით ორივეჯერ აჯობა რუსებს. კარგი თაობა იყო: ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე, გიორგი მაკარიძე, თემურ შონია... ორივე შეხვედრაში ყენიამ გაუტანა რუსებს.

16-წლამდელები

1996 საქართველო-რუსეთი 0:1

2000 რუსეთი-საქართველო 1:0

2000 რუსეთი-საქართველო 1:0

2007 რუსეთი-საქართველო 1:2

გოლები: ძალამიძე, ანანიძე

2007 რუსეთი-საქართველო 2:3

გოლები:Lვაშაკიძე, ანანიძე

2007 საქართველო-რუსეთი 2;1

გოლები: ანანიძე, შეყილაძე

საქართველო-რუსეთი 1:2

გოლი: ვაშაკიძე

17-წლამდელები

1998 რუსეთი-საქართველო 3:1

გოლი: რევაზ გოცირიძე

2001 რუსეთი-საქართველო 3:2

გოლები: კაციტაძე (2)

2001 რუსეთი-საქართველო 0:0 პენ - 5:3

2005 რუსეთი-საქართველო 3:0

2006 რუსეთი - საქართველო 2:1

გოლი: ყენია

2006 საქართველო-რუსეთი 1:2 (შესარჩევი)

გოლი: ყენია

2007 რუსეთი-საქართველო 4:0

2015 საქართველო-რუსეთი 2:0

გოლები: ქიმერიძე, ხარაბაძე

2006 საქართველო-რუსეთი 0:1 (შესარჩევი)

18-წლამდელები

საქართველო-რუსეთი 4:1

გოლები: წიტაიშვილი (2), ალექსიძე (2)

19-წლამდელები

2010 რუსეთი-საქართველო 3:0

2013 რუსეთი-საქართველო 0:1

გოლი: არაბული

2014 რუსეთი-საქართველო 2:4

გოლები: არჩილ მესხი, ზარანდია, გოროზია, ბერიძე

2017 საქართველო-რუსეთი 1:0

გოლი: არდაზიშვილი

21-წლამდელები

1997 საქართველო-რუსეთი 1:0

გოლი: იაშვილი

1998 საქართველო-რუსეთი 2:1

გოლები: დავით მუჯირი, იაშვილი

2000 საქართველო-რუსეთი 1:1

გოლი: წერეთელი

2002 საქართველო-რუსეთი 0:3 (შესარჩევი)

2003 რუსეთი-საქართველო 3:2 (შესარჩევი)

გოლები: რევაზ გოცირიძე, ახალაია

2007 საქართველო-რუსეთი 2:0 (შესარჩევი)

გოლები: ბარაბაძე, ბექა გოცირიძე

2008 რუსეთი-საქართველო 4:0 (შესარჩევი)

ეროვნული ნაკრები

1998 საქართველო-რუსეთი 1:1

გოლი: ზაზა ჯანაშია

2003 საქართველო-რუსეთი 1:0 (შესარჩევი)

გოლი: ასათიანი

2003 რუსეთი-საქართველო 3:1 (შესარჩევი)

გოლი: იაშვილი

შეგახსენებთ, 19-წლამდელებში მორიგი ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის 27 მარტს გაიმართება. ისევ "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე, 16:00 საათზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116041