ფეხბურთი

16:05 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ბელოტის შეძენისთვის იბრძოლებს

როგორც იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი იუწყება, ლონდონის "არსენალი" იტალიის ეროვნული ნაკრების და "ტორინოს" თავდამსხმელის ანდრეა ბელოტის შეძენას შეეცდება. ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა "ნაპოლისაც" სურს.

იტალიურ კლუბს სურს ფეხბურთელი 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატოს და "მეთოფეებიც" შეეცდებიან ამავე ფასში გადაიბირონ იტალიელი. ანდრეასადმი ინტერესი მიმდინარე სეზონში გამძაფრდა, რადგან 29 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, სატრანსფერო ღირებულება კი გაორმაგდა და ამჟამად 20 მილიონი ევროა.

0.11769