ფეხბურთი

19:20 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კროოსმა ამერიკა და ჩინეთი გამორიცხა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ტონი კროოსს კარიერის ბოლომდე მაღალ დონეზე სურს ასპარეზობა და მომავალში ჩინეთის და ამერიკის კლუბების ვარიანტს არ განიხილავს. კროოსს "სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და იმ დროისთვის გერმანელი უკვე 32 წლის იქნება.

კროოსი "რეალში" 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონტის მოგების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნიდან" გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 135 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა. გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117858