კალათბურთი

13:43 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვაშინგტონმა” “კლივლენდს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდი” შინ “ვაშინგტონთან” 115:127 დამარცხდა. დედაქალაელებმა პირველი პერიოდი 40:26 მოიგეს, რის შემდეგაც “კლივლენდი” მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში გახლდათ. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა ჯონ უოლის ანგარიშზეა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 11 პასი გააკეთა. “კლივლენდში” ორმაგი დუბლით ლებრონ ჯეიმსი 24 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით გამოირჩა. “კავალიერსი” 47 მოგებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “ნიუ იორკს” 106:98 აჯობა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ნიუ იორკელები მდევრის როლში გახლდათ. “ნიუ იორკში” 24-24 ქულით როუზი და ჰერნანგომესი გამოირჩნენ. “სან ანტონიოს” 29 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა. ოლდრიჯმა და გასოლმა ორმაგი დუბლი შეასრულეს, ორივე ფორვარდს 19 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდათ. ტეხასელები 56 მოგებით და 16 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან.

“კლიპერსი” – “იუტა” 108:95 (28:14, 21:27, 23:29, 36:25)

https://www.youtube.com/watch?v=7YI_avlRW_s

“კლივლენდი” – “ვაშინგტონი” 115:127 (26:40, 35:31, 30:25, 24:31)

https://www.youtube.com/watch?v=xEV_6G95u4o

“დალასი” – “ტორონტო” 86:94 (22:30, 22:24, 20:20, 22:20)

https://www.youtube.com/watch?v=VfRKnnF-JJo

“სან ანტონიო” – “ნიუ იორკი” 106:98 (33:23, 28:20, 17:31, 28:24)

https://www.youtube.com/watch?v=dJ8pXvUywK4

“პორტლენდი” – “მინესოტა” 112:100 (27:21, 33:25, 34:28, 18:26)

https://www.youtube.com/watch?v=nHwtMlwT6s0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117825