ფეხბურთი

14:40 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენი ბულგარეთთან მატჩს კოშმარს უწოდებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ ბულგარეთთან წაგებული (0:2) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მისთვის კოშმარი იყო.

"რა შემიძლია ვთქვა? კოშმარი იყო. მოედანზე კარგი განწყობით გავედით და მეც თავს მშვენივრად ვგრძნობდი. პირველი ტაიმი საშინელი იყო. ახლა თავის დადანაშაულება სწორი არა, რადგან ეს შედეგს ვერ შეცვლის." - განუცხადა NOS-ს მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა.

შეხვედრის შემდეგ "ნარინჯისფერთა" თავკაცმა დანი ბლინდმა განაცხადა, რომ წაგება მისი დამსახურებაა: "ჩემი ბრალია, რა თქმა უნდა. ძნელი სათქმელია რატომ დაიწყო გუნდმა მატჩი ცუდად, ჩვენ მომენტებს ვერ ვქმნიდით. გავაგრძელებ თუ არა ნაკრებში მუშაობას? ამაზე უნდა დავფიქრდე. ახლა კი ძალიან იმედგაცრუებული ვარ."

ბულგარეთმა ჰოლანდიას საქმე მატჩის დაწყებიდან 20 წუთში მოუგვარა, კერძოდ კი სპას დელევის დუბლის წყალობით. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბლინდის შეგირდები გააზრებულ შეტევას ვერ ახორციელებდნენ და დალაგებული ტაქტიკაც არ ჰქონდათ. ჰოლანდია ჯგუფში უკვე მეოთხე ადგილზეა, ჩამორჩება ბულგარეთს, შვედეთს და საფრანგეთს.

დანი ნაკრებში 2015 წელს დაინიშნა და მას შემდეგ მისმა გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7 მარცხი განიცადეს. ასევე მისი ფორმაციის ნაკრებმა 26 გოლი გაიტანა და 25 მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10315