ფეხბურთი

14:05 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრებში იგუაინი ალარიომ შეცვალა

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი არგეტინის ეროვნულ ნაკრებს ბოლივიასთან გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. ფეხბურთელს განვლილ შეხვედრებში ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა. არგენტინის თავკაცმა ედგარდო ბაუსამ კი იგუაინის ნაცვლად ლუკას ალარიო გამოიძახა. ასევე ნაკრებს შეუერთდნენ ივან მარკონი და მატიას კარუსო.

24 წლის ფეხბურთელს "ალბისელესტეს" რიგებში დებიუტი გასული წლის სექტემბერში ურუგვაისთან მოგებულ (1:0) შეხვედრაში ჰქონდა. მას შემდეგ "რივერ პლეიტის" თავდამსხმელი კიდევ ერთხელ გამოჩნდა არგენტინის ნაკრების მაისურით მოედანზე. მიმდინარე სეზონში ალარიომ 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

არგენტინის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას ბოლივიასთან სტუმრად 29 მარტს გამართავს.

0.111892