ფეხბურთი

11:00 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის გზაზე: ჰოლანდია უფსკრულში, შვეიცარია უდანაკარგოდ (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ევროპის კონტინენტზე გუშინ შეხვედრები სამ ჯგუფში გაიმართა. გუშინ გამართული მატჩებიდან აღსანიშნავია ჰოლანდიის ნაკრების მორიგი ფიასკო, რის შემდგომაც “ნარინჯისფერების” სიტუაცია ერთობ კრიტიკული გახდა.

A ჯგუფი

დანი ბლინდის გუნდს ჯგუფში ისედაც სერიოზული კონკურენტები ჰყავდა და სოფიაში განცდილმა მარცხა შეიძლება ითქვას, ჰოლანდია დიდი საფრთხის წინაშე დააყენა, რომ ზედიზედ მეორედ გამოტოვოს დიდი ტურნირი. “ვასილი ლევსკის” სტადიონზე გამართული მატჩის ბედი პირველ ოც წუთში გადაწყდა. ბრწყინვალედ გაისაჯრა სპას დელევი, რომელმაც ჯერ მცველის და მეკარის დაუდევარი თამაშით ისარგებლა, მერე კი საჯარიმოს მოსადგომებიდან დაარტყა და ლამაზი გოლი შეაგდო. მიუხედავად იმისა, რომ წინ დიდი დრო იყო, ჰოლანდიამ ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.

სამაგიეროდ, მუნდიალს დაუახლოვდა საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც ლუქსემბურგში მოიპოვა სამი ქულა. დიდიე დეშამის გუნდს მაინცდამაინც გამაგიჟებლად არ უთამაშია და ეგ კი არა, მასპინძლებმა ერთი ხანობა წონასწორობაც აღადგინეს. თუმცა, ოლივიე ჟირუ მატჩის გმირი გამოდგა დუბლით.

ამავე ჯგუფში მეორე ადგილზე შვედეთის ნაკრებია – სკანდინავიელებმა ბელარუსს შანსი არ დაუტოვეს და 4:0 გაანადგურეს.

შვედეთი – ბელარუსი 4:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ფორსბერგი (19, პენ), 2:0 ფორსბერგი (49), 3:0 ბერგი (57), 4:0 ტელინი (78)

ბულგარეთი – ჰოლანდია 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 დელევი (5), 2:0 დელევი (20)

ლუქსემბურგი – საფრანგეთი 1:3 (1:2) VIDEO

გოლები: 0:1 ჟირუ (28), 1:1 იოახიმი (34, პენ), 1:2 გრიზმანი (37, პენ), 1:3 ჟირუ (77)

1. საფრანგეთი 5 4 1 0 10:3 13
2. შვედეთი 5 3 1 1 10:3 10
3. ბულგარეთი 5 3 0 2 8:10 9
4. ჰოლანდია 5 2 1 2 8:6 7
5. ბელარუსი 5 0 2 3 2:10 2
6. ლუქსემბურგი 5 0 1 4 6:12 1

მომდევნო ტური – 9 ივნისი

ბელარუსი – ბულგარეთი

ჰოლანდია – ლუქსემბურგი

შვედეთი – საფრანგეთი

B ჯგუფი

B ჯგუფში ორი ფავორიტი უკვე გამოკვეთილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადგილიც მათ შორის, გათამაშდება – პორტუგალია და შვეიცარია. ამჟამად ლიდერი შვეიცარიის ნაკრებია, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს. სხვათა შორის, ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს აუტსაიდერი ლატვიის ნაკრების ძლევა გაუჭირდა და მეორე ტაიმის შუაწელს გატანილი კინკილა გოლით მოიპოვა მძიმე სამი ქულა.

პორტუგალიის ნაკრებმა კი, უნგრეთი “და ლუჟზე” მიიღო და გაანადგურა – 3:0. ლუზიტანელთა შორის საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, უნგრეთი და პორტუგალია ევრო 2016-ზეც შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა იმ მატჩისგან განსხვავებით ამჯერად მადიარებმა მრისხანე მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

ანდორა – ფარერები 0:0 (0:0)

შვეიცარია – ლატვია 1:0 (0:0) VIDEO

გოლი: 1:0 დრმიჩი (66)

პორტუგალია – უნგრეთი 3:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 ანდრე სილვა (32), 2:0 რონალდუ (36), 3:0 რონალდუ (65)

1. შვეიცარია 5 5 0 0 10:3 15
2. პორტუგალია 5 4 0 1 19:3 12
3. უნგრეთი 5 2 1 2 8:6 7
4. ფარერები 5 1 2 2 2:8 5
5. ლატვია 5 1 0 4 2:9 3
6. ანდორა 5 0 1 4 1:13 1

მომდევნო ტური – 9 ივნისი

ანდორა – უნგრეთი

ფარერები – შვეიცარია

ლატვია – პორტუგალია

B ჯგუფი

B ჯგუფის ლიდერი ბელგიის ნაკრები საკუთარ მოედანზე მარცხს ბეწვზე გადაურჩა. “წითელი ეშმაკები” საბერძნეთის ნაკრებს, რომელიც ბოლო 25 წუთი კაცნაკლული თამაშობდა ვერაფერს უხერხებდა და კოსტას მიტროღლუს გოლით მარცხდებოდა კიდეც, მაგრამ რომელუ ლუკაკუმ 89-ე წუთზე გაათანაბრა და რობერტო მარტინესის გუნდს პირველი ადგილი შეუნარჩუნა. თუმცა, წინ ხუთი ტურია და ბელგიელებს ყურადღებით ყოფნა მართებთ.

ამავე ჯგუფში ბოსნიის ნაკრებს პრობლემა არ შექმნია მაჩანჩალა გიბრალტართან და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. აი, კვიპროსისა და ესტონეთის მატჩში კი, გოლი არ გასულა.

ბოსნია – გიბრალტარი 5:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (4), 2:0 იბიშევიჩი (43), 3:0 ვრსაიევიჩი (52), 4:0 ვისკა (56), 5:0 ბიჩაკჩიჩი (90)

კვიპროსი – ესტონეთი 0:0 (0:0)

ბელგია – საბერძნეთი 1:1 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 მიტროღლუ (46), 1:1 ლუკაკუ (89)

1. ბელგია 5 4 1 0 22:2 13
2. საბერძნეთი 5 3 2 0 10:3 11
3. ბოსნია 5 3 1 1 13:5 10
4. კვიპროსი 5 1 1 3 3:8 4
5. ესტონეთი 5 1 1 3 5:15 4
6. გიბრალტარი 5 0 0 5 2:22 0

მომდევნო ტური – 9 ივნისი

ბოსნია – საბერძნეთი

ესტონეთი – ბელგია

გიბრალტარი - კვიპროსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194379