ფეხბურთი

22:00 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: “პსჟ-ში დარჩენა მსურს”

ბრაზილიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა განაცხადა, რომ პსჟ-ში დარჩენა სურს.

22 წლის ფეხბურთელის სამსახურით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა” ინტერესდებიან, თუმცა ბრაზილიელის მტკიცებით პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს და ახალ კონტრაქტზე მუშაობენ.

“ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ, თუმცა შეთანხმების მისაღწევად გარკვეული დრო გვჭირდება.

ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ერთი რამ ნათელია – მე პსჟ-ში დარჩენა მსურს”, - განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

ცნობისთვის, მარკინიოსს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

თეგებიმარკინიოსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110001